2014 წლის 22 თებერვალს ევროპულ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური
კონფერენცია თემაზე: „ საინფორმაციო ტექნოლოგიები
სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის.“
კონფერენციის
დასაწყისიდანვემოხდა მონაწილეთა რეგისტრაცია,შემდეგ სკოლის დათვალიერება და დილის ფურშეტი.
სააქტო დარბაზში მოხდა კონფერენციის გახსნა, ჩატარდა
პლენარული სცდომა მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ევროპული სკოლის დირექტორმა : ნანა მოსიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა : გია მამულაშვილმა.
ამის შემდეგ
მუშაობა გაგრძელდა სექციებში, მათემატიკის სექციაში სხდომას უძღვებოდა ევროპული სკოლის მათემატიკის
კათედრის გამგე: ავთანდილ გაგნიძე. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ათი მოხსენება: მათ შორის იყო ჩემი მოხსენება თემაზე: „ საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყენება მათემატიკის სწავლებისას.“
წარმოდგენილი მოხსენებები იყო ძალიან საინტერესო და სიახლეებით
გაჯერებულნი, თითოეული მოხსენების ირგვლივ მიმდინარეობდა კამათი, მსჯელობა, საინტერესო
საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
დღის ბოლოს ჩატარდა პლენარული სხდომა: კონფერენციის მუშაობის შეჯამება და სერტიფიკატების
გადაცემა.
კონფერენციის დახურვაში მონაწილეობა
მიიღეს ევროპული სკოლის მოსწავლეებმა, მათ წარმოადგინეს სიმღერები და ბენდის მიერ შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური
ნაწარმოები.