четверг, 27 февраля 2014 г.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია



     2014 წლის 22 თებერვალს  ევროპულ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე:  „ საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის.“
     კონფერენციის  დასაწყისიდანვემოხდა მონაწილეთა რეგისტრაცია,შემდეგ სკოლის დათვალიერება  და დილის ფურშეტი.
სააქტო დარბაზში მოხდა კონფერენციის გახსნა, ჩატარდა პლენარული სცდომა მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს  ევროპული სკოლის დირექტორმა : ნანა მოსიძემ და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა : გია მამულაშვილმა.
      ამის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, მათემატიკის სექციაში  სხდომას უძღვებოდა ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის გამგე: ავთანდილ გაგნიძე. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ათი მოხსენება:  მათ შორის იყო  ჩემი მოხსენება თემაზე: „ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლებისას.“
წარმოდგენილი მოხსენებები იყო ძალიან საინტერესო და სიახლეებით გაჯერებულნი, თითოეული მოხსენების ირგვლივ მიმდინარეობდა კამათი, მსჯელობა, საინტერესო საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. 
      დღის ბოლოს ჩატარდა პლენარული სხდომა: კონფერენციის მუშაობის შეჯამება და სერტიფიკატების გადაცემა.   
     კონფერენციის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სკოლის მოსწავლეებმა, მათ წარმოადგინეს  სიმღერები და ბენდის მიერ შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები.