воскресенье, 18 мая 2014 г.

მასწავლებელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში."

    

   2014 წლის 10 მაისს თიბისი ბანკის მთავარი ოფისის საკონფერენციო დარბაზში ლამარა გელაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე-ს ინიციატივით ჩატარდა მასწავლებელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:" ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში."
        კონფერენცია გახსნა ლამარა გელაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის ვაჟთა  სიმღერის გუნდმა. სიტყვით გამოვიდნენ მარიამ ქუთათელაძე და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი კახა ჟღენტი.
წარმოდგენილი იქნა რამდენიმე მოხსენება, ვერ ვიტყვი რომ ყველა მათგანმა მომხიბლა, იყო ერთი -ორი თემა, რომლის მომხსენებელმა ისე წაიკითხა თავისი მოხსენება ერთჯერ არ გახსენებია მსმენელი, შესაბამისად, არც არავის მოუსმენია მისთვის ჩემს საგანთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა ევროპული სკოლის მასწავლებელმა პეტრე ბაბილუამ : „მათემატიკის სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით.“
 ( მასწავლებელმა წარმოვადგინეთ ჩვენი მოხსენებისა და Power –Point პრეზენტაციის შესაბამისი სტენდური პრეზენტაცია,  შევეცადე მეჩვენებინა ყველა ის აუცილებელი და საკვანძო საკითხი რაც ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიდა დამთვალიერებელს ჩემს მოხსენებასთან მიმართებაში, მაგრამ ვთვლი, რომ სათქმელი კიდევ ბევრი მქონდა, რადგან შეუძლებელია მხოლოდ  სტენდური პრეზენტაციით გასცე ყველა კითხვას პასუხი, შემდეგში  კიდევ ვცდი ამ თემის გატანას სხვა კონფერენციაზე, რათა დაწვრილებით გავაცნო ჩემს კოლეგებს ჩემს თემაში განხილული საკითხები, ასევე ვაპირებ ჩემს სკოლაშიც გავაკეთო აღნიშნული თემის პრეზენტაცია.

      კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს გადმოგვეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.








Комментариев нет:

Отправить комментарий